ახალ ხელისუფლებას ვუსურვებ წარმატებას, რადგან ნამდვილად არ მინდა, ახალი მთავრობა წარუმატებელი ვნახო, - ამის შესახებ "როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ბევრი რთული დრო გაიარა, მათ შორის რუსეთთან ომი 90-იან წლებში და შემდეგ 2008 წელს რუსეთისგან ღია ფორმით აგრესია. ბარამიძის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს არ შეუჩერებია მისწრაფება, აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფის, გახდეს ევროპული ერების სრულფასოვანი წევრი. ბარამიძის განცხადებით ეამაყება, რაც მიაღწია მისმა მთავრობამ და არ აპირებს ღია დებატებში შევიდეს დავით საგანელიძესთან, რომელიც სიტყვით გიორგი ბარამიძის გამოსვლამდე გამოვიდა.
ბარამიძის თქმით, მისმა მთავრობამ შეძლო რომ ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა მსოფლიო ბანკმა, ასევე მისი მთავრობის დროს საქართველო დასახელდა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ნომერ პირველად.
"ჩვენ გვეამაყება, რომ ევროკავშირმა ჩვენი ქვეყანა გამოაცხადა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანადა კრიმინალის კუთხით. ჩემი მიზანი არ არის, პოლიტიკურ დებატებში შევიდე, ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები. დიახ, ახალმა მთავრობამ მიიღო მემკვიდრეობით პრობლემები, თუმცა საერთოდ იდეალური არაფერი არ არსებობს, ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, საქართველო ნამდვილად გახდება ნატო-ს წევრი. "ჩვენ ვუსურვებთ წარმატებას ახალ ხელისუფლებას, ნამდვილად არ მინდა, წარუმატებელი ვნახო. შეიძლება ეს განცხადება პოლიტიკურად მიამიტურად ჩანდეს, მაგრამ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ჯერ კიდევ არ ვართ უსაფრთხოდ, სანამ არ გავხდებით ნატო-ს წევრი და სამომავლოდ ევროკავშირის წევრი, შესაბამისად ნებისმიერი მარცხი ნებისმიერი მთავრობის წაართმევს ქართველ ხალხს საშუალებას ამ მიზანს მიაღწიოს. ყველა ჩვენთაგანის ინტერესია, მხარი დავუჭიროთ ყველა დადებით ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ახალ მთავრობას რომ გააკეთოს სწორი ამ ქვეყნისათვის", - განაცხადა ბარამიძემ.
საპარლამენტი უცირესობის წარმომადგენლემა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მზად უნდა იყოს, რათა წინა მთავრობისგანაც ისწავლოს და არ უნდა განაცხადოს, რომ ყველაფერი დანგრეულია, ყველაფრის ნულიდან დაწყება უწევთ. გარდა ამისა, ბარამიძე არასწორად მიიჩნევს პრემიერის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტერორისტების დამხმარე ქვეყანად წარმოჩნდება. ბარამიძე მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას არ წაადგება და ახალმა გუნდმა უნდა ისწავლოს, რომ ისინი აღარ არიან ოპოზიციაში და უნდა ისწავლონ, როგორ მართონ სახელმწიფო.
"მე პატრიორტი ვარ და ყველაფერი მინდა გავაკეთო იმისათვის, რომ დავეხმარო ახალ მთავრობას სწორი გადაწყვეტილებების მიიღებაში. ამ მიდგომას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენი გუნდი. ჩვენი ვალდებულებაა, ვიქნებით მთავრობაში თუ ოპოზიციაში, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყანას. ჩვენ ვართ ოპოზიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ ვაპირებთ, ოპონირება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას. 1 ოქტომბერი მომწიფებული დემოკრატიის მტკიცებულება იყო საქართველოში და ჩვენ ვიმსახურებთ ყველა სტანდარტების საფუძველზე რომ გავხდეთ ნატოს წევრი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.