"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობს გიორგი ბარამიძეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირსობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ ფიქრობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"მე ჩემს კოლეგებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან დღეს მოვახსენე, როგორ ვფქრობთ ჩავატაროთ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი ჩვენი პარტიის მხრიდან. ისიც ვუთხარი, რომ მე ვფიქრობ კანდიდატურის დაყენებას. ეს იქნება კარგი გზა, კარგი მეთოდი კანდიდატის გამოსავლენად", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, პრაიმერის პროცესი პირდაპიდ ეთერში გადაიცემა ტელევიზიებით და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტითაც.
"ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი, ერთგვარად რევოლუციური ნაბიჯი ამ სფეროში", - დასძინა გიორგი ბარამიძემ.