ბნელა?!

ბნელა?!

”ბესპრედელი” დღეს - როგორ ხდება კერძო საკუთრების ”ახევა” პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ერეკლე მეორის მეოდნის #3 ში არსებული შენობა შპს ”ახალი კაპიტალის” მფლობელობში არსებული შპს ”როსტომ მეფის სასახლის” საკუთრებაა

უცნაური მოვლენები ვითარდება ”ქართუ ჯგუფის” მფლობელობაში არსებული შპს ”ახალი კაპიტალის” ირგვლივ. შპს ”ახალი კაპიტალი” თბილისში ”როსტომ მეფის სასახლის” რემონტს ახორციელებს. რემონტი, რომელიც პრაქტიკულად შენობის თავიდან აშენებას გილისხმობდა. შპს კაპიტალმა ამ უფლების მისაღებად შეიძინა შპს ”როსტომ მეფის სასახლის” 100%-იანი წილი. შპს ”ახალმა კაპიტალმა” მშენებლობა ზაფხულის ბოლოს დაასრულა და 2011 წლის 1 სექტემბერს მერიას მიმართა, რომ შენობა ეღიარებინა ვარგისად, რაც მის ექსპლუატაციაში მიღებას გულისხმობდა. კანონით, მერიას აღრნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი (დადებითი ან უარყოფითი) 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გაეცა. კანონმდებლობა ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ მერია მოთხოვნაზე პასუხს არ დააფიქსირებდა, მაშინ შენობა ავტომატურად ითვლებოდა ექსპლუატაციაში მიღებულად. მერიამ კანონით დადგენილ ვადაში ”როსტომ მეფის სასახლის” ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება ვერ ან არ მიიღო. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 26 ოქტომბერს, მერიამ პოზიცია, რომლის თანახმადაც, განცხადება შეტანილი იყო ხარვეზებით და ამასთანავე არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს ახალ კაპიტალს” გაეგზავნა შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ. 

მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა 29 ოქტომბერიდან, როდესაც ერეკლე მეფის მოედნის #3-ში, როსტომ მეფის სასახლესთან უცნობი პირები გამოცხადდნენ და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად სასახლის პირველ სართულზე შესვლა მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ არიან შპს "ლაით ჯგუფი"-ს წარმომადგენლები და წარმოადგინეს მათსა და შპს "პროფერთი მენეჯმენტს" შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, "პროფერთი მენეჯმენტი" "ლაით ჯგუფს" 3 წლის ვადით გადასცემს როსტომ მეფის სასახლის პირველი სართულის ნაწილს. შპს ”ახალი კაპიტალის”ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ”ლაით ჯგუფს” იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ფართი ნამდვილად შენობის რეალური მეპატრონისგან აქვს იჯარით აღებული, არ წარმოუდგენია.

საქმე ისაა, რომ შპს "პროფერთი მენეჯმენტს" ”როსტომ მეფის სასახლესთან” დაკავშირებით არანაირი უფლებამოსილება არ აქვს. შესაბამისად, ის ვერ გადასცემდა რაიმე უფლებამოსილებას შპს "ლაით ჯგუფს". ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც. განცხადებებისა და უფლებების რეესტრში დაფიქსირებულია, რომ ერეკლე მეორის მეოდნის #3 ში არსებული შენობა ნაგებობა, საერთო ფართით 758 კვ.მ არის შპს ”როსტომ მეფის სასახლის საკუთრებაში”, თავის მხრივ, ამ შპს-ს 100%-იანი მფლობელია შპს ”ახალი კაპიტალი. ეს ინფორმაცია საჯაროა და მისი ნახვა ნებისმისმიერ მსურველს შეუძლია. 

მართლაც უცნაური ამბავია, შენობის მესაკუთრეს, რომლის უფლებები ყველასათვის ხილულია საკუთარ ფართში უვარდება ”ვიღაც” და ამ ფაქტზე არავინ რეაგირებს. ანუ, სრულიად შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ის სახლი, რომლებშიც ვცხოვრობთ, თურმე ვიღაცას გაუყიდია ან გაუქირავებია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ბნელა?!