საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ მინიონმა სტრასბურგში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და უახლოესი მომავლის გეგმებზე კონსტრუქციული საუბარი გაიმართა.
"ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა და, სავარაუდოდ, მოუწევს რეაგირება იმ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს", - აღნიშნა ჟან კლოდ მინიონმა.
ერთობლივი პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.