ედიშერ გვენეტაძე: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს

ედიშერ გვენეტაძე: დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში, ამ დროს "ნაცები" ტირიან, რატომ ქართულადო

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველი პრეზიდენტისგან ქართულ ენაზე საუბარი ამ ტრიბუნიდან 34 წლის მანძილზე პირველად გაიგო.

ექსპერტი პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც ოპოზიციონერი გიორგი რუხაძე აკრიტიკებს პრეზიდენტის ქართულად მიმართვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ მიზეზით, რომ ქართული ენის ჟღერადობას "დიდად არ აქებენ".

"დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში. აქსიოს! ამ დროს "ნაცები" ტირიან, რატომ ქართულადო. ნახეთ!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.