NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მინისტრებიდან ყველაზე კარგად იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას აფასებს.
კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი მინისტრების საქმიანობას, შედეგები ასეთია - თეა წულუკიანის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 19%, კარგად 33%, საშუალოდ – 26%, ცუდად – 4% , ძალიან ცუდად 2%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 12%-ს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ გასცა 5%-მა.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 8%, კარგად – 34%, საშუალოდ 33%, ცუდად 3%, ძალიან ცუდად 1%, არ იცის 16%-მა და 5%-მა პასუხი არ გასცა კითხვას. შსს-ს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად 10% აფასებს, კარგად 33%, საშუალოდ 31%, ცუდად 5%, ძალიან ცუდად 1%.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 9%, კარგად 31 %, საშუალოდ 32%, ცუდად 5% და ძალიან ცუდად 1%. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, კარგად 31%, საშუალოდ 35%, ცუდად 4%. ნოდარ ხადურის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 7%, კარგად 28%, საშუალოდ 36%, ცუდად 4% და ძალიან ცუდად 1%. სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 5%, კარგად 27%, საშუალოდ 36%, ცუდად 5%და ძალიან ცუდად 1%. სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 4%, კარგად 23%, საშუალოდ 33%, ცუდად 3% და ძალიან ცუდად 1%.
ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 5%, კარგად 27%, საშუალოდ 37%, ცუდად 8% და ძალიან ცუდად 2%. განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, კარგად 24%, საშუალოდ 34%, ცუდად 8% და ძალიან ცუდად 2%.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 3%, კარგად 18%, საშუალოდ 34%, ცუდად კი 4%. სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 3%, კარგად 17%, საშუალოდ 30%, ცუდად 4%.
სახელმწიფო მინისტრის ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 2%, კარგად 15%, საშუალოდ 30%, ცუდად 3% და ძალიან ცუდად 1%.
ლტოლვილთა მინისტრის, დავით დარახველიძის საქმიანობას აფასებს ძალიან კარგად 2%, კარგად 13%, საშუალოდ 36% და ცუდად 5% და ძალიან ცუდად 1%. სამუშაოები ჩატარდა 13-17 მარტს. სულ გამოიკითხა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3103 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი არის პლიუს-მინუს 2,5%.
კვლევები NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.