ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 62% ხმას კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისცემდა.
ამასთან, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას, გამოკითხულთა 9% "ნაციონალური მოძრაობას" აირჩევდა, 6%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგებში ცდომილება +/- 2,5%-ია.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.