საქართველოს მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა.
NDI-ის კითხვაზე, რომელია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება".
NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო აღნიშნულ მაჩვენებელს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირებს, რომლის თანახმად, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ოპოზიცია თავად კოალიციიდან წამოვიდეს.
გამოკითხულთა 16% ფიქრობს, რომ არაცერთი პარტია არ არის ძლიერი ოპოზიცია, ხოლო "დემოკრატიული მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "ქდმ" და პარტია "თავისუფალი საქართველო" საქართველოს მოსახლეობის 1-1% მიაჩნია ძლიერ ოპოზიციად.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.