საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საქართველო ევროპულ სახლში უნდა დაბრუნდეს".
როგორც "პირWელს" პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკუთარ სახლში, - ასეთი მისალმებით დაიწყო ბატონმა მინიონმა თავისი შეხვედრა ჩვენთან და ასეთი განწყობა გვაქვს ჩვენც. საქართველო ევროპულ სახლში უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.