გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებიდან კერძო სექტორის ჩამოცილების შემთხვევაში ფასების ზრდას ელოდება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ახალი პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის საჭიროა ეფექტიანად მართვა. მათივე თქმით, რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო პროგრამების მართვას ან უკმაყოფილო მოქალაქეების საჩივრებზე ადეკვატურ რეაგირებას. ორგანიზაციის პროგნოზით, სერიოზული პრობლემები შეექმნება სადაზღვევო სექტორს და შესაძლოა, სამედიცინო მომსახურების და ყველა სხვა დაზღვევის ფასების ზრდა მოხდეს.
შეგახსენებთ: ამ დრომდე არ არის გაცხადებული, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ რა ელოდება კერძო სადაზღვევო სექტორს. არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სადაზღვევო კომპანიები ამ საკითხზე არ საუბრობენ.