ორშაბათს, 22 აპრილს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამაწლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 12:30 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,103პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
შენიშვნა: პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მოწვეული.