ევროპის სიცხე საქართველოსკენ მოიწევს და მალე მკვეთრი ტემპერატურული ნახტომი გველოდება - როდის მოხდება ეს?

ევროპის სიცხე საქართველოსკენ მოიწევს და მალე მკვეთრი ტემპერატურული ნახტომი გველოდება - როდის მოხდება ეს?

ბოლო წლებში სიგ­რი­ლემ ზა­ფხულ­ის შუა წელში გად­მო­ი­წია და სი­ცხე­ებ­მა კი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ. ახლა ქვეყანში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე საუბრობს როდის გამოიდარებს მთელ ქვეყანაში.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ცი­ვე ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­სულ ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თი­დან, შავი ზღვის მხრი­დან შე­მო­დის. გარ­კვე­ულ­წი­ლად რა­საკ­ვირ­ვე­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მოქ­მე­დებს, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ის არის, რომ მომ­დევ­ნო კვი­რი­დან დათ­ბე­ბა.

ევროპის სი­ცხე­ე­ბი წა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ოღონდ შე­სუს­ტე­ბუ­ლი ფორ­მით. ისე­თი სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ევ­რო­პა­ში სამ­ხრე­თი­დან წა­მო­სულ­მა ჰა­ე­რის მა­სამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, ჯერ და­სავ­ლეთ, შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. ახლა ეს სი­ცხე­ე­ბი ჩვენ­კენ მო­ი­წევს.

ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვექ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნა­ლე­ქი­ა­ნი. თუმ­ცა ცალ­კე­ულ პე­რი­ო­დებ­ში იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის შე­მოჭ­რა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა, წვი­მა, ქარი და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლი­დან და­ბა­ლი ნიშ­ნუ­ლის­კენ.

ადრე თუ იყო ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე იყო სი­ცხე­ე­ბი და გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობ­და, რომ ფე­რიც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რილ­დე­ბო­და, ახლა ასე აღარ არის. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი აგ­ვის­ტო­ში უფრო ფიქ­სირ­დე­ბა", - განუცხადა "ამბებს" ქოქოსაძემ.