გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების ახალ ტალღას მკაცრად გმობს და აცხადებს, რომ დარტყმები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას კვლავ საფრთხეს უქმნის.
ანტონიო გუტერეში შეშფოთებას გამოთქვამს სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.