ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში გაეგმგზავრა

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში გაეგმგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში გაეგმგზავრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრება და სიტყვით გამოვა. ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 12 საათზე მოუსმენენ. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს გამართავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჟანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლების გენერალურ მდივან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ნატაშა ვუკოვიჩთან, რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ პონტასთან.

სტრასბურგში ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.