16 აპრილს, 11 საათზე, სოფ. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 33-ე შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის შექმნილ პრობლემებზე და მათ მიერ მიწის ნაკვეთების უსაფრთხო დამუშავების საკითხებზე იმსჯელებს.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ქართული მხარის შეთავაზება, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქართული დელეგაციის, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ოსი პატიმრების ცხინვალის წარმომადგენლების მიერ შესაძლო მონახულების საკითხი.
ქართული მხარე კვლავაც დააყენებს ახალგორის რაიონში მდებარე დაზიანებული წყლის სისტემის შეკეთებისა და 2012 წლის 28 სექტემბერს სოფ. ზემო ნიქოზიდან გატაცებული ბეტონმრევის გადმოცემის საკითხებს.