შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს

შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს

უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა? უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც 4 ოქტომბერს ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ. მაგრამ მაშინ თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა. ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აქცია 16:00 საათზეა დანიშნული, როდესაც ხმის მიცემის პროცესი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში იქნება. მისივე განცხადებით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელი, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე და ღამე, როგორც ჩანს ჩვენზე ფიქრობს და გვაკომენტარებს ხოლმე“, იმით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ არჩევნების დღეს ყველას ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობა.

არჩევნების დღეს, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე ნაციონალური მოძრაობა“ - მოძალადე ჯგუფი, აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი და დღეს, როგორც ვნახეთ, ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში და საკუთარივე განცხადებებით, შეხვდნენ ევროკომისიის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში.

ჩვენ არ გვსმენია მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ ნაცმოძრაობას“ მოუწოდეს 4 ოქტომბერს ძალადობაზე თქვან უარი. შესაბამისად, ასეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მათ მიერ არის პასუხისმგებლობის გაზიარება.

ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით, ძალადობის ერთი ფაქტი თუ დავინახეთ ნაცმოძრაობის“ მიტინგიდან, აღარ ვსაუბრობ იმაზე, მაშხალებსა და მოლოტოვის კოქტეილებს“ თუ მოიტანენ, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებითა და ხელის ჩამორთმევებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.