ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს, ყველაფერს არღვევენ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩის დაბარებას.
„უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.