NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, სამხედრო სამსახურის გაუქმების და ჯარის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადაყვანის შესახებ, მხარს უჭერს.
"ეთანხმებით თუ არა ინიციატივას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების და ჯარის მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის შესახებ", - შეკითხვაზე რესპოდენტთან 63%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება, 26%-მა აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია, 11%-მა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, 1%-მა კი კომენტარისგან საერთოდ თავი შეიკავა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ინიციატივას გამოკითხულთა 43% იცნობს, 47% კი – არა.