NDI-ს გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ანუ 2016 წლამდე გახდება. ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში , რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ გამართა.
კითხვაზე - როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 16% პასუხობს რომ 2016 წლამდე, 17% პასუხობს რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება 2016 წლის შემდეგ, ხოლო გამოკითხულთა 12 % მიიჩნევს რომ არასდროს, 55%- მა კი განაცხადა რომ არ იცის.