ფრანგული ინვესტიციები ჩრდილოეთ კავკასიაში და სოხუმის სამხედრო გზა(VIDEO)

ფრანგული ინვესტიციები ჩრდილოეთ კავკასიაში და სოხუმის სამხედრო გზა(VIDEO)

ჩრდილოეთ კავკასიაში ხუთი ახალი სამთო–სათხილამურო კურორტი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მლრდ ევროა. ამ თანხას საფრანგეთის სახელმწიფო ბანკი Caisse des Depots et Consignations გამოყოფს. კურორტებს კი რუსული სახელმწიფო კომპანია „Курорты Северного Кавказа“ ააშენებს. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ქ. სოჭში 2011 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევს შორის.  მემორანდუმამდე კი შეთნხმება საფრანგეთში ქ. დოვილში დიდი რვიანის სამმიტზე იქნა მიღწეული. როგორც ჩანს შეთანხმება ორმხრივია და ორივე ქვეყნის დაინტერესებას წარმოადგენს. ასევე ცხადია, რომ პროექტის შესახებ ინფორმირებული დიდი რვიანის ყველა წევრი ქვეყანაც.

ფრანგული ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, ინვესტორი მიიღებს ისეთივე ლგოტებს, როგორსაც იღებენ თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეზიდენტი პირები. აღნიშნულზე გარანტია რფ–ს ფინანსთა სამინისტრომ გასცა. ასევე ფრანგული მხარე მიიღებს კერძო საკუთრებას კურორტების ტერიტორიაზე, ხოლო აშენებული ინფრასტრუქტურა დარჩება კავკასიის კურორტების ბალანსზე. აღნიშნულტან დაკავშირებით დაინტერესება უკვე გამოთქვეს უმსხვილესმა ფრანგულმა კომპანიებმა, როგორებიცაა MGM Constructeur, SO.TAR.BAT Promotion, Socaim Immobilier, Skistar, რომლებიც ააშენებნ სასტუმროებს, და დაამონტაჟებენ სამთხო სათხილამური მოწყობილობებს. ხოლო თანხებს, განკარგავს კომპანია „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები“.

სააქციო საზოგადოება ჩრდილოთ კავკასიის კურორტები შეიქმნა 2010 წლის დეკემბერში, რომლის 98% ეკუთვნის სახელმწიფოს. კომპანია უხელმზღვანელებს 6 კურორტის მშენებლობას. ესენია:

- ლაგო–ნაკი ადიღეაში;

–  არხიზი ყარაჩაი–ჩერქეზეთში

– ბეზენგი და იალბუზი ყაბარდო ბალყარეთში;

– მამისონი ჩრდილოეთ ოსეთში;

–ჯარიახი ინგუშეთში;

–  მატლასი დაღესტანში.

მთლიანი საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 451 მლრდ რუბლით, რომლის ნაწილი 60 მლრდ გამოყოფილია უშუალოდ ფედერალური ბიუჯეტიდან. ამას ემატება კორეული ინვესტიცია 1 მლრდ ევროს ოდენობით, რომელსაც კომპანია Korea Wester Power (KWP) განახორციელებს და მოხმარდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

მთლიანობაში ვარაუობენ, რომ ჩრდილოთ კავკასიის კურორტების (ჩკკ) დაფინანსების ოდენობას 783 მლრდ რუბლამდე (18,7 მლრდ ევრო) გაზრდიან. ეს 2015 წლამდე, ხოლო 2025 წლამდე ნავარაუდევია 1,3, ტრილიონი რუბლის ინვესტირება.

საყურადღებოა, რომ ჩკკ–ს მშენებლობის შეთანხმების მიღწევამდე, რუსეთის ფედერაციის მიზნობრივ პროგრამებში, „Развитие транспортной системы России (2010–2015 годы)“ გაწერილი იყო გზებისა და იფრასტრუქტურის მშენებლობა ფედერაციის სამხრეთში, რომლისთვისაც თანხები უშუალოდ ბიუჯეტიდან უნდა გახარჯულიყო.

ხოლო ახალი ჩკკ–ს პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის გარდა მშენებლობაში ერთვებიან რუსული მსხვილი კომპანიები „ДС Девелопмент“ და „Дон-строй“.

ცხადია საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ამხელა მასშტაბების საკურორტო მშენებლობის წამოწყება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ამასთან ერთად, საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეიძლება მაღალი არა მაგრამ რისკის ქვეშ სავარაუდოდ მაინც დგება. აქ მნიშვნელობა შეიძინა კრემლის მესვეურთა მიდგომებმა რეგიონისადმი,  ჩრდილოეთ კავკასიასა და მათ მიერვე ცალხმრივად აღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ერთიან სივრცედ განიხილავენ. ეს უკანასკნელი კი საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთგზის აღიარებით საქართველოს ტერიტორის განუყოფელი ნაწილია.

რასთან გვაქვს საქმე?

ყარაჩაი–ჩერქეზეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის–ელდარ ტლიაბიჩევის განცხადებით, სპორტულ ტურისტული კომპლექსისათვის შეიქმნება მულტიმოდალური სატრანსპორტო კვანძი. ამავე პროექტით აშენდება ჩერკასკი–სოხუმის 274 კმ–იანი საავტომობილო გზა. ეს ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული პროექტია, რომელიც საშუალება იძლევა შეიქმნას აეროპორტებთან და საზღვაო პორტებთან დამაკავშირებელი ერთიანი სატრანსპორტო ქსელი. ამ პროექტის განხორციელება მომავალში სერიოზული ეკონომიკური ეფექტის მომცემი იქნება, როგორც ჩრდილოეთ კავკასიისათვი, ასევე რუსეთის ფედერაციისათვის მთლიანად–აცხადებს ელდარ ტლიაბიჩევი.

ჩერქეზი მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა რფ–პრემიერის ვლ. პუტინის სოხუმში ს. შამბასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად ის დაპირდა აფხაზ ხალხს რკინიგზის, საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გზების დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას. იგი აფხაზ პარტნიორებთან ერთად სოხუმი ჩერკასკის გზის მშენებლობის დაწყებაზე ღიად საუბრობდა.

„ეს იქნებ პირდაპირი სახმელეთო კავშირი აფხაზეთისა სტავროპოლის მხარესთან.... მთლიოანობაში კი ჩვენ ვხედავთ რეალურ პერსპექტივას ჩრდილოთ კავკასიის აღმშენებლობას, საერთაშორისო სატრანზიტო კორიდორს ჩრდილოთ–სამხრეთი, რომელიც შეართებს რუსეთსა და ევროპას სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან“ – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

რუსეთის სამთავრობო შეფასებით, პირველი რანგის ობიექტების პროექტები, რომლებშიც შედის სოხუმის აეროპორტისა და ჩერკასკი–სოხუმის საავტომობილო გზები, შეფასებულია 10 მლრდ ევროდ, ხოლო განხორციელებისა ვადაა 10 წელი.

თუ დავუბრუნდებით საფრანგეთის სახელმწიფო ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციის ოდენობას 10 მილიარდ ევროს, ასევე გადავხედავთ თანხების განკარგვის წესს მშენებლობების დროს და პირველი რიგის პროექტებს, აშკარად იკვეთება, რომ ფრანგულ ინვესტიციას რუსეთის მთავრობა პირდაპირ მიმართავს სოხუმი–ჩერკასკის გზის მშენებლობისაკენ. ამ აზრს ამყარებს ასევე პუტინის კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვით ქლუხორის უღელტეხილზე ასაშენებელი 6 კილომეტრიანი გვირაბის 1 კილომეტრის გაბურღვა 5 მილიარდი რუბლი ჯდება. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ფრანგულმა ინვესტიციებმა გამოათავისუფლა რფ–ს ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ადგილობრივი ბიზნესიდან შემოსული თანხები, რომლითაც შესაძლებელია ზემოჩამოთვლილი 6 კურორტის აშენება, ხოლო „საერთაშორისო სატრანზიტო კორიდორი ჩრდილოეთ–სამხრეთი, რომელიც შეართებს რუსეთსა და ევროპას სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან“ სწორედ ფრანგული ფულით დაფინანსდება.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარემასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნულითემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოებისყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსისწახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანიადა უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერითმომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არწარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულსაკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“