ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" NDI-დან აცნობეს, კვლევა თემაზე – "საზოგადოების განწყობა საქართველოში" მარტში ჩატარდა.
პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება, მხოლოდ მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდს მოიცავდა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 3 103 მოქალაქე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).