ბახტრიონის ქუჩაზე დღეს გამთენიისას მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დააკავებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
შეიარაღებული თავდასხმა ბახტრიონის ქუშაზე გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც, თვითმხილველების ინფორმაციით, მაღაზიიდან 700 ლარამდე თანხაა წაღებული.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიის დაყაჩაღება სამმა ნიღბიანმა პირმა, მათ შორის ერთმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა განახორციელა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.