საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა. პრეზიდიენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით , ქვეყნის პირველმა პირმა თავის გამოსვლაში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროპულ არჩევანსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის კოლეჯის რექტორი და კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს პრეზიდენტი იაცეკ ვოლსკი და ევროპის აკადემიის რექტორი პაულ დემარიტემი.
თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებებთან დაკავშირებულ განცხადებას და მწვავედ გააკრიტა.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობასაც შეეხო.
ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლის შემდეგ კოლეჯის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
ევროპელ სტუდენტებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა კულტურული ღონისძიებით დაასრულდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა დარბაზშივე რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს. მოგვიანებით, პრეზიდენტი ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.