გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტს კრისტიან ვულფს, საგამოძიებო ორგანოებმა კორუფციასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.
ექს-პრეზიდენტს გერმანელი კინოპროდიუსერის ლობირებას ედავებიან. თავად კრისტიან ვულფის განცხადებით, მას არაკანონიერი არაფერი ჩაუდენია, რადგან პროდიუსერს მხოლოდ ფილმისთვის საჭირო სახსრების მოპოვებაში ეხმარებოდა.

კრისტიან ვულფს სასამართლომ თავდაპირველათ ჯარიმის გადახდა შეუფარდა, თუმცა ექს-პრეზიდენტმა უარი განაცხადა, რადგან საკუთარი რეპუტაციის აღდგენა და უდანაშაულობის დამტკიცება სურს.

გერმანიის პრეზიდენტი საკუთარი პერსონის მიმართ აგორებული არაერთი სკანდალის შემდეგ გასულ წელს თანამდებობიდან გადადგა.