თელავის რაიონში ოთხი სოფელია დასეტყვილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , რუისპირში, წინანდალში, კისისხევსა და კონდოლში ძლიერი სეტყვის შედეგად ხეხილის, ძირითადად კი, ატმის ბაღები განადგურდა.
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. აღნიშნულ სოფლებში სეტყვის საფარმა ზოგან 7-8 სმ-ს მიაღწია. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ ახლად აყვავებულ ატმებს ყვავილი და კვირტები დააცალა, რამაც შესაძლოა ხეები გაახმოს.
ამასთან, თელავის რაიონის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალის დათვლას დილიდან შეუდგება.