იშხნის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის მხარეები 12 აპრილს ანკარაში იმსჯელებენ

იშხნის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის მხარეები 12 აპრილს ანკარაში იმსჯელებენ

იშხნის რეაბილიტაციის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროები 12 აპრილს ანკარაში იმსჯელებენ, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში დაიგეგმა. 12 აპრილს ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მისი კოლეგა, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ოზგურ ოზდასლანი. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ამასთან, როგორც ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. დამატებითი დეტალები კი, მინისტრის თქმით, სწორედ 2 დღის შემდეგ დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის იქნება აბსოლუტურად ღია.