trud.ru - საქართველომ 2008 წლის ომის წამოწყება აღიარა

trud.ru - საქართველომ 2008 წლის ომის წამოწყება აღიარა

რუსული მედია 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. trud.ru-ზე აქვეყნებს სახელწოდებით "საქართველომ აღიარა 2008 წლის ომის გაღვივების დანაშაული".

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს არაადეკვატური იყო.

"მე ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო იქამდე, სანამ რუსეთი საზღვარს გადმოკვეთდა" - აღიარა ივანიშვილმა წამყვან ქართულ მედიასაშუალებებთან.

ივანიშვილის აზრით, თბილისს ჰქონდა შანსი გაქცეოდა შეიარაღებულ კონფლიქტს საეთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით და სასაზღვრო რაიონებში ჯარის ჩაყენებით.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირება სურს.

გარდა ამისა, პოლიტიკოსი საჭიროდ მიიჩნევს პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დაკითხვას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ომი "ბურუსითაა მოცული" და გამოძიებას ითხოვს." - ნათქვამია trud.ru-ზე განთავსებულ სტატიაში.

მომზადებულია trud.ru-ს მიხედვით.