საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი E-PINE-ის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის - Enhanced Partnership in Northern Europe-ს ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ვილნიუსის სამიტის თემები განიხილეს.
საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო.