ხვალ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ორ საგრანტო პროგრამას, რომლებიც ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, კერძოდ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, სოციალური უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე იქნება მიმართული.
აღნიშნულ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაეწრება.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 12:00 საათზე გაიმართება.