გიორგი მარგველაშვილი:   თუკი გამომცემლებს სურთ სასამართლოში სარჩელის შეტანა, შეიტანონ

გიორგი მარგველაშვილი: თუკი გამომცემლებს სურთ სასამართლოში სარჩელის შეტანა, შეიტანონ

განთლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუკი გამომცემლებს სურთ სასამართლოში სარჩელის შეტანა, შეიტანონ. 

გიორგი მარგველაშვილი რუსთავში გამოეხმაურა გამომცემლების მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო მათი გვერდის ავლით ხვდება ავტორებს.
გვერდის ავლით რა, ცოლ-ქმარი არიან და მათი გვერდის ავლით ვხვდები თუ რაშია საქმე? მათ იციან, რომ შეხვედრა მაქვს ავტორებთან, სიტყვათა წყობას, ხომ თავისი აზრი აქვს, გვერდის ავლით რას ქვია? მე ვხვდები ავტორებს, მე შევხვდები გამომცემლებს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს მომავალში ძალიან ბევრი საკითხი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ სახელმძღვანელოების ხარისხი, შესაბამისად, ამ ხარისხის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს მომავალში გამომცემელმაც, ავტორმაც, მაგრამ ის, რომ ეს განხორციელდეს და ქსეროქსებით ასწავლიდნენ ბავშვებს, ეს არ მოხდება, " – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მისივე თქმით, ცალკე შეკვეთა ექნებათ გამომცელმებს, ცალკე შეკვეთა - ავტორებს, და მათ ეს ყველაფერი აუნაზღაურდებათ.

"მათ დღესაცა აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. ჩემთვის რიცხვი მილიონი, რომელსაც ჩვენ ვუხდით გამომცემლებს, სერიოზულად ჟღერს, მათთვის ეს არის მიუღებელი. კონტრაქტის ყველა პუნქტის დაცვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ უხდის მილიონს, ეს ერთი, მეორე – კერძო სკოლების ბაზარი მათ რჩებათ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ კი წიგნი დაიხევა მშობელმა უნდა აანაზღაუროს და ბუნებრივია, მშობელი ამ წიგნს იყიდის მაღაზიებიდან. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვს მივცე ახალი სახელმძღვანელო,""- დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.