საქართველო თურქეთში ქართული ძეგლების რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების ჩართვას დააფინანსებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა თურქეთში და მივაღწიეთ ქართული ძეგლების რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების ჩართვაზე შეთანხმებას. თქვენ იცით, რა იყო მანამდე. აქ რჩება კითხვა ბათუმში მეჩეთთან დაკავშირებით. ამ საკითხს ძალიან ფაქიზად ეკიდებიან და თქვეს, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენც ჩავერთვებით და ადრე გახსოვთ, რა განცხადებებიც კეთდებოდა, რომ ასეთი მეჩეთი და ასეთი სახელწოდებით უნდა ავაგოთო. აქაც, მე მგონი, გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველი ექსპერტების ჩართვას დავაფინანსებთ, თუ მთავრობა ვერა, სხვა გზებს ვნახავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.