საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, ყველაფერი ჩაწყნარდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
"რაც შეეხება ფოსტას და სატვირთო გადაზიდვებს, მე ამ საკითხით დაინტერესებული ვიყავი. თათბირებსაც დავესწარი რამდენჯერმე, როცა არასამთავრობოების მხრიდან იყო საჩივარი შემოსული. ისინიც დავასწარი. მე არ ვიცი ადრე როგორ ხდებოდა გადანაწილება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დღეს ყველას შეუძლია ნახოს თანხები სად და როგორ მიდის. მე მინდოდა აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ სისტემის. იქ 300 მილიონია მე მგონი საერთო ბრუნვა. თანხა არ არის დიდი და გადასახადიც არ არის დიდი. მაგრამ ბევრი მაგალითი ჰქონდათ როგორ სარგებლობდნენ ამით კრიმინალური ავტორიტეტები და მეორე, ძალიან ზარალდებიან მაღაზიები. სამი თუ ოთხი კომპანია შეემატა, მაგრამ მთლიანად რომ გაიხსნას ყველაფერი და ყველამ წამოიღოს ვისაც როგორ უნდა, ეს კონტროლის გარეშე დარჩება. რაღაც კოორდინაცია საჭირო, ყველას ვისაც მოესურვება რომ გადამზიდველი იყოს, გამოწვევს ძალიან ბევრი აღურიცხავი საქონელის შემოსვლას და ქაოსს. როგორც მე ვიცი, იქ უკმაყოფილო კომპანიები აღარ არსებობენ. ახლა მარტო ფოსტა აღარ არის, იქ არის რამდენიმე კომპანია, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია ტენდერში გამარჯვების და მგონია, რომ ეს პროცესი ჩაწყნარდა", - განაცხადა ივანიშვილმა.