საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "საქართველო-ჩეხეთის დღეს გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვანი ეტაპია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომესლაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ჩეხ კოლეგასთან კარლ შვარცენბერგთან ერთად ესწრება.
"საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ძალიან სასიამოვნოა, რომ კარლ შვარცენბერგის თანხლებით 28 ბიზნესმენი ჩამოვიდა, ეს აჩვენებს, რომ მათი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ დიდია. რამდენიმე ჩეხური კომპანია ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ახალი ბიზნესმენების ჩამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა, აქედან გამომდინარე, გარდა პოლიტიკური კონსულტაციებისა, ამ ვიზიტის თანმხლები მოვლენა იყო სწორედ ბიზნესმენების აქტიურობა და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.