საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით საგანელიძე "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივანს ურჩევს, "პოლიტიკურ დევნაზე საუბრისას, ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილიც დაიხმაროს".
საგანელიძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ცინიზმია.
"რა ქნას ამ კაცმა, რაღაც განცხადება ხომ უნდა გააკეთოს, ხომ უნდა გამოჩნდეს ტელევიზიით, გაახსენოს ხალხს თავი, რომ ისევ არსებობს. მერაბიშვილი, რომ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრებს, ამაზე მეტი ცინიზმი რა შეიძლება იყოს!" - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი, ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.
მერაბიშვილმა ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დევნა-შევიწროვებაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შს ყოფილი მინისტრის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის, თავად აქტივისტებს კი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, პირადად მისი სამადლობელი წერილი გაეგზავნება.