ანსამბლი "რუსთავი" ერთ თვეში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონცერტებს გამართავს.
ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ადრე იქ [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი] ჩავდიოდით რამდენიმეჯერ წელიწადში. ახლა ძნელია ჩასვლა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ ჩვენ პირველად 2008 წლის შემდეგ იქ გამოვალთ", - განაცხადა ერქომაიშვილმა.
მისივე თქმით, ანსამბლის რეპერტუარში აფხაზური და ოსური სიმღერებიცაა შესული.