ბენ ბირნბაუმი,“The Washington Times”
ოფიციალური პირის განცახდებით, ისინი რუსეთთან აღარ იომებენ
ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილმა მეორე კაცმა საქართველოში, პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა არ ჩაითრევს დასავლურ ალიანსს ომში რუსეთთან, იმ შემთხვევაში, თუ ალიანსში გაწევრიანდა. მან ისიც თქვა, რომ ახალი კონფრონტაციის ალბათობა ახლა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე 2008 წლის კონფლიქტის წინ.
„ჩვენ ცალმხრივად ავიღეთ ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ამიტომ საქართველოსა და რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებით ჩვენ არ შევუქმნით ნატოს პრობლემებს მეხუთე მუხლის კონტექსტში“, – განაცახადა დავით ბაქრაძემ, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა The Washington Times-თან ინტერვიუში.
ნატოს წესდების მეხუთე მუხლის თანახმად თავდასხმა ერთ წევრ ქვეყანაზე „უნდა განიხილებოდეს თავდასხმად ყველაზე”.
„ჩვენ დღემდე ვისმენთ აგრესიულ რიტორიკას რუსეთის ოფიციალური პირებისგან“, – განაცხადა ბაქრაძემ, „მაგრამ, მიმაჩნია, რომ დღეს შექმნილ საერთაშორისო გარემოში, რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალის გამოყენებას. ასე რომ თუ ვინმე მკითხავს, ჩემი პასუხი ასეთი იქნებოდა, ახალი ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ალბათობა მცირეა, ბევრად უფრო მცირე, ვიდრე ეს 2008 წელს იყო“.
საქართველოსა და რუსეთს 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ და ბაქრაძემ ამაში ბრალი პირდაპირ რუსეთს დასდო.
„ინიციატივა რუსეთის მხარესაა, რადგან როგორც კი ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკებას, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით”, – განაცხადა მან.
2008 წლის ომის ეპიცენტრად საქართველოს მეამბოხე პროვინცია სამხრეთ ოსეთი იქცა. სამხრეთ ოსეთისა და მეორე ქართული სეპარატისტული რესპუბლიკის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის ორიოდე ქვეყანამ აღიარეს, მაგრამ ეს ორი ტერიტორია იქ რუსული ჯარის განთავსების გამო გაურკვეველ ვითარებაშია.
ბაქრაძე ამბობს, რომ ამ რეგიონებში რუსული ჯარის ყოფნა, არ გამორიცხავს სქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საქართველოს გაწევრიანების შესაძლო მოდელად, ცივი ომის პერიოდის გერმანია მოჰყავს.
„(გერმანელებს), როდესაც ისინი ნატოში წევრიანდებოდნენ, ჰქონდათ სპეციფიკური რეგულაციები, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარების დისლოცირების საკითხს. ასე რომ ამგვარი პრცედენტი უკვე არსებობს და არა მგონია, რომ ეს პრობლემა გადაულახავ წინააღმდეგობას ქმნიდეს“, – განაცხადა მან.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულზე, ჩიკაგოში, ნატოს სამიტზე მიღწეულ იქნება „პროგრესი“ და უფრო ცხადი გახდება საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხი. მაგრამ მან პირობა დადო, რომ საქართველო, მაინც გააგზავნის ჯარს ავღანეთში, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ნატომ.
„ჩვენ იქ ოპრაციის წარმატებით დასრულებამდე დავრჩებით”, – განაცხადა მან.
ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა 950 კაციან ქართულ შენაერთებს 750 სამხედრო დაამატა, რის შედეგადაც საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად იქცა.
„ჩვენი ბიჭები ჰელმანდის პროვინციაში სრულმასშტაბიან საბრძოლო მისიაში მონაწილეობენ. ჩვენ სხვა ქვეყნებივით მხოლოდ საწყობებს კი არ ვიცავთ”, – განაცხადა ბაქრაძემ და ათწლიან ომს „ჩვენი საერთო ბრძოლა“ უწოდა.
39 წლის ბაქრაძე, სააკაშვილის პარტიული მოკავშირე, თავდაპირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კითხვაზე, ეცდება თუ არა მისი ქვეყნის პრეზიდენტის შეცვლას, რადგან სააკაშვილს 2013 ვადა ეწურება, ბაქრაძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
„მე პოლიტიკაში დარჩენა მინდა, მაგრამ თუ პოლიტიკაში დარჩენა გსურს, არ უნდა გამორიცხო არც ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.
„თქვენ ჯერ პარტიის შიგნით უნდა მოიპოვოთ მხარდაჭერა, შემდეგ კი – მოსახლეობაში. თუ ყველა ეს ელემენტი სახეზეა, მე არ ვიცნობ პოლიტიკოსს, ვინც ასეთ ალბათობას გამორიცხავდა”.
foreignpress.ge
696
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85