ქართული სულის ჩაკვდომაზე რეკვიემის შესრულება, რასაც სააკაშვილი და მისი იდეოლოგები ცდილობენ, ნაადრევია. მე ვიცოდი ხალხის განწყობა და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა ბევრ სკეპტიკოსს...
ბედნიერი ვარ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სხვა გზა არც მქონდა. დღეს ვხედავ, რომ ამისთვის ვარ დაბადებული...
კათოლიკოს–პატრიარქთან სასაუბრო ბევრი მაქვს. მინდა რჩევები მივიღო ამ ბრძენი ადამიანისაგან. გარდა იმისა, რომ ის არის მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერი მამა, ამავე დროს ბრძენიც არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ იმ წუთებსა და რჩევებს, რაც მიმიღია...
მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რაღაცები უნდა მაპატიოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდება...
როდესაც მღერი, ბევრ ენერგიას ხარჯავ. „ჩაკრულოს“ რომ იმღერებ შეიძლება ერთი ბოთლი ღვინოც კი მოინელო...
ჩემთან ერთად საამქროში ერთი ქურთი მუშაობდა, ჯიმო, რომელსაც ვეძებ და დღემდე ვერსად ვერ მივაკვლიე. იქნებ ამ ინტერვიუს მერე მაინც გამოჩნდეს. გამოცდებს რომ ვაბარებდი, ხშირად ჯიმო მენაცვლებოდა, მერე კი მე ვალაგებდი მის მაგივრად...
ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამისი სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიასაც, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ–ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი, უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად და შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც...
7 ნოემბერს ნათელაშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვნას აპირებს, მაგრამ ეს არ არის ნათელაშვილის თამაში. ეს სააკაშვილის თამაშია და ალბათ, ამ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ წევრების მობილიზება მოხდება ავტობუსებით...
არაფერი დრამატული არ განვითარდება. საქართველოს მოსახლეობა ბრძენია. ყველაფერი კანონიერ და მშვიდობიან სივრცეში დარჩება, –არჩევნების, სწორი გზით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ვაიძულებთ მათ, ხელისუფლება დატოვონ...
690
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85