თბილისი – ბოლო დღეების განმავლობაში ასობით ადამიანი დგას რიგში „ქართუ ბანკის“ თბილისის ოფისის წინ, რათა ანგარიშის გახსნით მხარი დაუჭიროს ოპოზიციონერ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, იუწყება „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური.
ბანკი, საქართველოში უმდიდრეს ადამიანად მიჩნეული ივანიშვილის საკუთრებაა, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და სასტიკად გააკრიტიკა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა და მისი პოლიტიკა.
ადამიანები, მათ შორის ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მეცნიერები, ისევე როგორ პენსიონერები და ახალგაზრდები, საბანკო ანგარიშებს ხსნიან და აცხადებენ, რომ ამ ზგით ივანიშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
მას შემდეგ, რაც თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა, ივანიშვილს ქართული პასპორტი იმის საფუძველზე ჩამოართვეს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკრძალავს.
იმავდროულად, პოლიციამ „ქართუ ბანკს“ ფულის გათეთრების ბრალდებით დიდი ოდენობის თანხა (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო) ჩამოართვა. პრო-სამთავრობო სატელევიზიო არხები შეუდგნენ ივანიშვილის კრემლის აგენტად წარმოჩენას, აცხადებენ რა, რომ მან თავისი ქონება რუსეთში ტურბულენტურ, ოლიგარქიულ პოსტ-საბჭოთა წლებში დააგროვა.
მისი მხარდამჭერები, მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, გავლენიან პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლად და მისი დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამენ, ოპონენტის, რომელმაც გულუხვი ქველმოქმედის რეპუტიაცია შეიძინა და დიდ თანხებს გასცემდა კულტურულ, რელიგიურ, სამეცნიერო და სპორტულ პროექტებში საქართველოში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ „ქართუ ბანკს“ და აქ ანგარიშის გახსნა გვინდა“, – უთხრა არჩილ კვაჭახიძემ „რადიო თავისუფლებას“ ბანკის შესასვლელთან, სადაც ის თავის მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და მეგობრებთან ერთად რიგში იდგა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის საქართველოს ემსახურება“.
ახალი დინამიკა
ნუკრი ქანთარია, ოპოზიციური ჯგუფის „ქართული აკადემიის“ აქტივისტმა, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ „ამ ბანკმა და ბიძინა ივანიშვილმა ბუკვალურად გადაარჩინეს მეცნიერება, კულტურა და სპორტი და საზოგადოება საქართველოში“.
„ახლა ჩვენი ვალია არ მივცეთ ამ მთავრობას ამ ბანკის დახურვის და მისთვის პრობლემების შექმნის უფლება“, – განაცხადა მან. „ჩვენს მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა ბანკს ვერ გაამდიდრებს, მაგრამ ეს სოლიდარობის აქცია იქნება“.
4 ნოემბერს „ქართუ ბანკის“ წარმომადგენელმა „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 4 000 ანგარიში გაიხსნა ბანკის სხვადასხვა ოფისებში მთელ საქართველოში.
იმავდროულად, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის და ხელომწერების შეგროვების ინიციატივა გაჩნდა.
55 წლის ივანიშვილის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს მან უარი სთქვა კარჩაკეტილ ცხოვრებაზე და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.
დღემდე მან პრესას მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუ მისცა და ერთი სატელევიზიო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც კინაღამ არ ჩაიშალა ქაოსის გამო, რომელიც შეკითხვების დასმის მოსურნე ჟურნალისტებმა მოაწყვეს.
თუმცა ერთი რამ ცხადია – მისმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური სცენა, და სიტუაციას ახალი დინამიკა შესძინა.
foreignpress.ge
756
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85