საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმცირესობას შორის მცირე კონსულტაცია გაიმართა. პლენარული სესიის მიმდინარეობისას პარლამენტის შენობის ფოიეში, სხდომათა დარბაზის შესასვლელთან უსუფაშვილისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის საუბარი შედგა. საუბარი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არის უმცირესობის თავმჯდომარეც და უმრავლესობისაც და კონსულტაციას ყველასთან აწარმოებს.
ამჟამად დავით უსუფაშვილი დაუბრუნდა თავმჯდომარის ადგილს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მისი თავმჯდომარეობით პლენარულ სესიაზე გრძელდება.