ლევან მაჭავარიანი: „ლელოს“ ისრები გადმოაქვს „ქართულ ოცნებაზე“, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაცნაირად აუხსნან, თუ რატომ ტოვებენ პარტიას მათი წევრები

ლევან მაჭავარიანი: „ლელოს“ ისრები გადმოაქვს „ქართულ ოცნებაზე“, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაცნაირად აუხსნან, თუ რატომ ტოვებენ პარტიას მათი წევრები

ლელოს“ ისრები გადმოაქვს ქართულ ოცნებაზე“, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაცნაირად აუხსნან, თუ რატომ ტოვებენ პარტიას მათი წევრები, - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში არჩევანის პირისპირ“.

დეპუტატი ირაკლი კუპრაძის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლელოს" მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობისა და მუქარის მცდელობებს.

ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ რა მძიმე დღეში არიან ისინი. მათ პარტიას ტოვებენ ადამიანები და შესაბამისად, თავიანთ ამომრჩეველს, ვინც შერჩათ რაღაცნაირად ხომ უნდა აუხსნან ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ისრები გადმოაქვთ ქართულ ოცნებაზე" და აბსოლუტურად უაპელაციოდ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთ სიტყვებს აბრახუნებენ და თან ხაზს უსვამენ, რომ მოსყიდვაო. მე არ ვიცი, თუ მათი პარტია ისეა დაკომპლექტებული, რომ მათი წევრები ფულზე იყიდებიან, ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა და ეგეც არ არის რეალობას აცდენილი, თუმცა ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი და მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით, რომელიც არის ის, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია სრულყოფილად ჩავატაროთ და ფაქტობრივად არ ვტოვებთ მოქალაქეს, რომელსაც არ ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური მდგენელი ნაკლებად შედის. უფრო, კომუნალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხებია და ქართული ოცნების" გეგმაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა დეპუტატმა.