გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.
გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს.