საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე, გიგა ბუკია უმცირესობის წევრის სამველ პეტროსიანის ადგილსამყოფელით დაინტერესდა.
დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ბუკიამ იკითხა, თუ რატომ გააგზავნა ოპიზიციამ წუხელ საქართველოდან პეტროსიანი.
"მაინტერესებს, სად არის სამველ პეტროსიანი, ხომ არ იცით? თვითმფრინავში, რომ ჩასვით წუხელ და გააგზავნეთ საქართველოდან შორს, რომ არ მოსულიყო და მიუხედავად იმისა, რა ზეწოლასაც უწყობთ და ხმა არ მიეცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის", - მიმართა ოპოზიციას გიგა ბუკიამ.
საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც მთავრობის დათხოვნასთან მიმართებაში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვას გულისხმობს, საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით უყრის კენჭს.