გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხვალ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე აპლიკანტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ღია კარის დღეზე მისულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უპასუხებენ როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებს.
ღია კარის დღე გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.