თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ატეხილი ისტერია საკრებულოში მათი ფრაქციის რღვევის პროცესით არის განპირობებული. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შიხიაშვილმა სიყალბე უწოდა "ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ფრაქციას მისი წევრები ზეწოლის გამო ტოვებენ.
ირაკლი შიხიაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ადამიანებზე ზეწოლა და მანიპულირება ხდებოდა, ეს კი ახალ რეალობაში არ ხდება.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ასეთი განცხადებებით კეთილსინდისიერ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებზე ზეწოლა მტკნარი სიცრუეა.