პარლამენტმა შესაძლოა, ორშაბათს რიგგარეშე სხდომა გამართოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმდენი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი, რომ შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ კი, ორშაბათს რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს.
უსუფაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარასკევს იქნება მიღებული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განსახილველი საკითხი ხვალისთვისაც ბევრია.
ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩარტარებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამეტით დადგენილი წესით პრეზიდენტს მიმართავს, რომ სხდომა მოიწვიოს.