კახეთში, ბაკურციხის ტყეში ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ჯარისკაცის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ჯარისკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი დაახლოებით 4-5 დღის წინ იპოვეს. გიორგობიანის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
ამასთან, რეგიონული მედიასაშუალებების ცნობით, 1987 წელს დაბადებული ჯარისკაცი მცხეთის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის ონის რაიონიდან იყო.