საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა იმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ამერიკის საელჩოს მუშაობის შედეგებს გააცნობს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
რიჩარდ ნორლანდი კომენტარს, სავარაუდოდ, კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.