საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება დღეს სოფელ თამარისში გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია.
"სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია. თუ უნდათ, ხმა მისცენ, თუ უნდათ, არ მისცენ. ისინი თავის პარტიას და თავის სახეს აჩვენებენ მხოლოდ. მათთვის არავის მოუთხოვნია ხმები, მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ და არ სჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება. მე ამისაც კი მერიდება, რომ გამოვედი და სახნავებს ვუყურებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე აზრით, სარეიტინგო კენჭისყრა არ შედგება.
"ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი, ამას პარლამენტი წყვეტს, მაგრამ უსუფაშვილის გამოსვლა ნახეთ და მე მგონი, საერიტინგო კენჭისყრა არ შედგება", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილი სოფელ თამარისში დღეს მოსახლეობას შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო.