თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 25 წლის სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ის ფინალურ შეხვედრაში ბელორუს ვლადისლავ ანდრეევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მესამე პერიოდში გაიმარჯვა.
მანამდე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალური შეხვედრა რუს არტიომ გებეკოვს 1:0, 5:2 მოუგო, მეოთხედფინალში კი ფრანგ ელ ოუარაქს 1:0, 1:0 აჯობა.
პირველ წრეში ედიშერაშვილმა აზერბაიჯანელ ნაშარ ალიევთან სამ პერიოდში გაიმარჯვა.