სამართალდამცველები თბილისში, ყაზბეგის გამზირის 31 ნომერში მომხდარი მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებენ . სავარაუდოდ, დღესვე გახდება მკვლელობის დეტალები
ამ დროისთვის არსებული ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცს დანით ყელი გამოჭრეს. ყაზბეგის 31 ნომრის პირველ სართულზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, მკვლელობაში ეჭვმიტანილიც ამავე მისამართზე ცხოვრობს და რადგან ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მყოფი ახალგაზრდა მას იცნობდა, კარიც ამიტომ გაუღო. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტინილი მისგან ფულს ითხოვდა.
შემთხვევა გუშინ დაახლოებით 23.30 საათზე მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 50 წლამდე მამაკაცი დაკავებულია.
მომოკლული ახალაგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გუშინვე გადაასვენეს.